
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Guardian-თან საუბარში აღნიშნა, რომ თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს ალიანსის დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს.
„მე მიმუშავია მასთან [ტრამპთან]. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ არ ვიწინასწარმეტყველოთ და არ ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ნატოს დასასრულს გამოიწვევს. ამის შესახებ წუხილები 2016 წელსაც იყო, ხოლო რეალობა ისაა, რომ ნატო ოთხ წელიწადში უფრო გაძლიერდა... მეტი ჯარი, მაღალი საბრძოლო მზადყოფნა“, - თქვა მან.
ნატოს გენმდივანმა დაამატა, რომ ალიანსის მომავალთან დაკავშირებით ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„მიზეზი, თუ რის გამოც მე ველი, რომ შეერთებული შტატები ძლიერ მოკავშირედ დარჩება, არის ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეიმს დევიდ ვენსის მხრიდან მომდინარე კრიტიკა მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, არა ნატოს წინააღმდეგ. პირველ ყოვლისა, ის მიმართული იყო ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოს თავდაცვაზე არასაკმარის თანხებს ხარჯავდნენ, და სიტუაცია იცვლება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0