
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან „დამაკმაყოფილებელი“ შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
„არ ვიცი, დათანხმდებიან თუ არა ისინი ამას. მაგრამ ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სერიოზულ მოლაპარაკებებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე.
ტრამპმა არ უთხრა ჟურნალისტებს, თუ რის გაკეთებას აპირებს ირანთან მიმართებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის ბედს მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს. „ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვნახოთ, რა მოხდება... ჩვენ გვყავს დიდი ფლოტი, რომელიც იქით მიემართება“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ აშშ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთში თავის მოკავშირეებს შესაძლო დარტყმების გეგმების შესახებ არ ატყობინებს. „ჩვენ არ შეგვიძლია მათ გეგმის შესახებ ვუთხრათ. მათთვის გეგმის გამხელა თითქმის ისეთივე ცუდი იქნებოდა, როგორც თქვენთვის თქმა. სინამდვილეში, ეს შეიძლება უფრო უარესიც იყოს“, - განაცხადა მან.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026