24/01/2025
11:00
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარ ქვეყანაში ომის დაწყება არ უნდა დაეშვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს. ტრამპის თქმით, ზელენსკი უკრაინაზე უფრო ძლიერ ძალას ებრძოდა.
„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა : „მინდა, ვიბრძოლო““, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის, პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა.
„შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აღჭურვილობის გაგზავნა. მათ ჰქონდათ სიმამაცე, გამოეყენებინათ ეს აღჭურვილობა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის ომის, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
"პუტინსაც არ უნდა გაეკეთებინა ეს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ეს უნდა შეწყდეს", - განაცხადა ტრამპმა.
0
0