23/01/2025
00:29
პოლიტიკა
ტრამპის კვლავ გაპრეზიდენტებით აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ამერიკული რევოლუცია. იმ ამერიკასთან შედარებით, რაც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ შეიცვლება ძირეულად და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას“, - განაცხადა დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი Live“.
მისი თქმით, წინა პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპის მოღვაწეობა იყო ფრაგმენტული. თუმცა ამჯერად ის წარმოდგენილია მწყობრი იდეოლოგიით.
„თუ კი საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში 2017-2021 წლები მაქვს მხედველობაში, ტრამპის პოლიტიკა და ზოგადად ტრამპიზმის, როგორც იდეოლოგიის წარმოჩინება სრულყოფილად ვერ მოხერხდა, უფრო ფრაგმენტული შთაბეჭდილება შეიქმნა მის შესახებ, ახლა შეიძლება ითქვას უკვე, რომ ეს არის მწყობრი იდეოლოგია თავისი ფილოსოფიური საფუძვლით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, ტრამპიზმის იდეოლოგია დაფუძნებულია ნეოლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე.
„ეს ნეოლიბერალიზმი აშკარად იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. აღმოჩნდა, რომ პლურალიზმს გამორიცხავს. შეუწყნარებელია აბსოლუტურად. ეს გახლავთ იდეოლოგია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოიშვა. რა გახლავთ მახასიათებლები ნეოლიბერალიზმისა? უპირველეს ყოვლისა აბსურდამდე მიყვანილი გენდერული თანასწორობის, სექსიზმის და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის თემა. ეკოლოგიის საკითხები. ეს გახლავთ ზოგადაც უარყოფის კულტურის დანერგვა. ამიტომ ტრამპიზმი და ტრამპის ბრძოლა გახლავთ სწორედ ამ გლობალიზმის წინააღმდეგაა და ამ ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ. აქ ამ იდეოლოგიის გამტარებელი გახლავთ „დიფ სთეითი“, ეს გახლავთ ბიუროკრატია, რომელიც შეზრდილია ფინანსურ წრეებთან, შეზრდილია ეკონომიკურ წრეებთან, შეზრდილია იდეოლოგიურ ცენტრებთან სხვადასხვა სახით და ფაქტობრივად არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო აკონტროლებს მედიას, მეინსტრიმს, რომელიც ფაქტობრივად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ა.შ. დღის წესრიგი ტრამპის ეს არის: „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის იდეებს ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს მოსალოდნელიც იყო.
0
0