20/01/2025
00:04
მსოფლიო
უკრაინაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცვლილებებს მოიტანს. მაგრამ ამავე დროს, ბევრი შიშობს, რომ ეს ცვლილებები ცუდი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება შეჩერდება, - წერს The New York Times ათობით უკრაინელთან - ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებთან, დევნილებთან და იმ ქალაქების მცხოვრებლებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ექვემდებარებიან.
„როგორც ჯარისკაცები, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამდენი დანაკარგის შემდეგ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა ეძებოს სამართლიანი მშვიდობა და არა მშვიდობა ნებისმიერ ფასად“, - ხაზს უსვამს გამოცემა.
გამოცემა, ასევე, წერს, რომ ბევრი უკრაინელი იმედგაცრუებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ზედმეტად ფრთხილი მიდგომით და კონგრესის ქმედებების გამო დახმარების მიღების დაგვიანებით.
„ომი ჯერ კიდევ გრძელდება, უკრაინა ძლიერი მოწინააღმდეგის წინაშე დგას და დიდად არის დამოკიდებული ამერიკის სამხედრო მხარდაჭერაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა NYT0-მა.
როგორც 29 წლის უკრაინელმა მხატვარმა ანამ აღნიშნა, „ზოგი ამბობს, რომ ეს უკრაინის დასასრულია“.
„ტრამპს მივიჩნევ არასტაბილურ ადამიანად, დანამდვილებით ვერ ვიტყვი რას იზამს. იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა აღდგება და რუსეთი მიიღებს საკადრისს იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა“.
„ტრამპს ესმის, რომ რუსეთის გამარჯვება და უკრაინის დამარცხება არის შეერთებული შტატების დამარცხება და მისი პირადი მარცხი, როგორც პრეზიდენტია. ასე აღიქვამს ამას მსოფლიო“, - განაცხადა 128-ე თავდასხმის ბრიგადის მაიორმა იაროსლავ ჰალასმა.
სამხედრო დაზვერვის ოფიცერმა ანდრეიმ, რომელიც იბრძვის რუსეთის კურსკის ოლქში, განაცხადა, რომ ყველა უკრაინელმა იმდენი საშინელება განიცადა, რომ ომის დასრულება მალე არ შეიძლება.
„ომი საშინელებაა და ის უნდა დასრულდეს. შესაძლოა, ტრამპმა რამე გააკეთოს ამისთვის“.
ამავდროულად, სამხედრო ოფიცერმა დასძინა, რომ თუ ტრამპი უარს იტყვის სამხედრო მხარდაჭერაზე, რათა აიძულოს კიევი დაეთანხმოს არახელსაყრელ შეთანხმებას, ამან შეიძლება არ იმუშაოს ისე, როგორც ის მოელის.
„ჩვენ არ დავნებდებით, ბევრი კარგი ადამიანი დაიღუპება“, - დასძინა მებრძოლმა.
0
0