რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება შეერთებული შტატების პრეზიდენტად ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედებს რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებზე.
ლავროვის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ „იგნორირება გაუკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობის ჟესტებს“. მან არ განმარტა რაზე იყო საუბარი.
მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროს ურთიერთნდობა დაიწყო. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხით.
ლავროვი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში. იქ მან კვლავ დაადანაშაულა შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები, თითქოსდა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებენ.
ვაშინგტონს ლავროვის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
0
0