22/01/2025
11:59
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია პერსონალის მართვის ოფისის ახალ განცხადებაში.
დავალება გაიცა დეპარტამენტებისა და უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც თანამშრომლებს 22 იანვრის 17:00 საათამდე უნდა აცნობონ, რომ მათ მიეცემათ ანაზღაურებადი ადმინისტრაციული შვებულება, რადგან სააგენტოები ემზადებიან დახურონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ყველა ოფისი და პროგრამა, ასევე წაშალონ მათი ყველა ვებგვერდი და სოციალური მედიის ანგარიში.
ბრძანება ასევე სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, 31 იანვრამდე წარადგინონ წერილობითი გეგმა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აჩერებს ფედერალურ სააგენტოებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამებს.
0
0