
NBC News-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ყველა უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შესვლისთვის ბოლო ხუთი წლის სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოსთხოვოს, რის შესახებაც ნათქვამია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის განცხადების თანახმად, მონაცემები „სავალდებულო“ იქნება აშშ-ში ახლადშემოსულებისთვის, მიუხედავად იმისა, უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან შემოდიან თუ არა.
"დიდი ბრიტანეთი და გერმანია იმ ქვეყნებს შორის არიან, საიდანაც ვიზიტორებს აშშ-ში შესვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ, რაც, განცხადების თანახმად, მოგზაურებისთვის დამატებით დაბრკოლებას შექმნის. ბრიტანეთის მოქალაქეებს და უვიზო მიმოსვლის მქონე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ამჟამად შეუძლიათ ვიზების მიღების ნაცვლად შეავსონ „მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა“. - წერს NBC News-ი.
მათივე ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გაზარდა შეზღუდვები აშშ-ში შემსვლელ პირებზე და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კამპანია ჩაატარა, რომელიც სასაზღვრო და მიგრაციული მიმართულებით ზომების გამკაცრებაზე იყო ორიენტირებული.
0
0