
წყაროების ცნობით, აშშ-ის მთავრობა თითქმის $10 მილიონის ღირებულების კონტრაცეპტივების დასაწვავად $160 000-ს ხარჯავს იმის ნაცვლად, რომ ისინი გაეროს მიჰყიდოს და ღარიბ ქვეყნებში გააგზავნოს.
„იმპლანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალები საფრანგეთში მდებარე ობიექტში დაიწვება. აშშ აქტიურად ირჩევს ამ კონტრაცეპტივების განადგურებას იმის ნაცვლად, რომ ისინი გაეროს ღარიბ ქვეყნებში გასანაწილებლად გადასცეს. მათი ვარგისიანობის ვადა 2027 წლის აპრილამდე და 2031 წლის სექტემბრამდე არ იწურება. გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო [UNFPA] კონტრაცეპტივების დაუყოვნებლივ შეძენის ინიციატივით გამოვიდა იმ იმედით, რომ მათ გაჭირვებულ ქვეყნებს გადაუნაწილებდა. თუმცა, აშშ-ის მთავრობამ ეს შეთავაზება არ მიიღო და მარაგების განადგურება ამჯობინა.
მოლაპარაკებები აშშ-ის მხრიდან უმოქმედობის გამო ჩაიშალა,“ - განუცხადა Reuters-ს ოთხმა ანონიმურმა წყარომ.
არაკომერციულმა ორგანიზაცია MSI Reproductive Choices-მა ნებაყოფლობით დააფინანსა მარაგების ხელახლა შეფუთვა USAID-ის ბრენდინგის გარეშე და ისინი ღარიბ ქვეყნებში გაგზავნა, თუმცა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი ინიციატივა დაბლოკა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იანვარში, აშშ-ის საგარეო დახმარება გაყინა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დახურა, აღნიშნული მარაგი ბელგიის საწყობში ინახებოდა. ამ გადაწყვეტილებამ კონტრაცეპტივების დისტრიბუცია დაბლოკა, რამაც მათი განადგურების ამჟამინდელი გეგმა განაპირობა, გლობალური ჯანდაცვის პროგრამაში მათი გამოყენების დაშვების ნაცვლად.
0
0