18/12/2024
09:21
პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯეფრი საქსის ინტერვიუში კარგადაა გამოკვეთილი ბაიდენის ადმინისტრაციის ნეგატიური როლი საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ - ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობის თვალსაზრისით.
"ქართული ოცნების" წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განსხვავებულია და იმედოვნებენ, რომ მალე ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა დადებითისკენ შეიცვლება.
"ილონ მასკმა გადააზიარა ცნობილი ექსპერტის ის ინტერვიუ, რომელშიც, ცალსახად, აშშ-ის, ბაიდენის ადმინისტრაციის ნეგატიურ როლზეა ხაზი გასმული საქართველოსთან მიმართებით. ეს ცალსახად მეტყველებს და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად შეიცვლის მიდგომებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე პროცესებში შეერთებული შტატების ჩარევაზე საუბრობს. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი ცვლილებები და დესტაბილიზაცია იყო, რაც არ გამოვიდა.
0
0