14/04/2025
21:20

ომს არ იწყებ იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია და მერე იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგცემს, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვას იმის თაობაზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რაკეტების შესყიდვა სურს.
"როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ ომის მოგება შეგიძლია. ომს არ იწყებ იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია, რომ მერე იმის იმედით იყო, რომ რაკეტებს მოგცემენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ომის დასრულებასთან დაკავშირებით მისი ადმინისტრაციის ძალისხმევას.
"და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ ომის შეჩერების მცდელობაა - ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს. მსურს მკვლელობების შეჩერება. და ვფიქრობ, ამ მხრივ კარგად მივდივართ. ვფიქრობ, ძალიან მალე რამდენიმე ძალიან კარგ შეთავაზებას მოისმენთ," - აღნიშნა მან.
0
0