
ტრამპი ვენესუელას წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას ღიად ტოვებს დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში აშშ-ის ჩარევის ესკალაციის შესაძლებლობა და ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე სამხედრო მოქმედებების დაწყება არ გამორიცხა. რეპორტიორების კითხვაზე, განიხილება თუ არა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენების საკითხი, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება. ვერც ვუარყოფ და ვერც ვადასტურებ.“
კონტინენტზე დარტყმების პოტენციური ესკალაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ტრამპმა უპასუხა: „შეხედეთ, ვენესუელა გვიგზავნის თავის ბანდების წევრებს, ნარკოდილერებს და ნარკოტიკებს, ეს მიუღებელია“.
ტრამპმა ვენესუელის მთავრობა, კრიმინალური საქმიანობის გზით, აშშ-ში არასტაბილურობის გაღვივებაში კვლავ დაადანაშაულა. აგვისტოში, აშშ-ის ძალები თავს დაესხნენ ნავს, რომლის ბორტზე ვენესუელას კრიმინალური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ 11 სავარაუდო წევრი იმყოფებოდა. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ვენესუელამ კატეგორიულად უარყო ბრალდებები და დაგმო თავდასხმა. საპასუხოდ, თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პადრინო ლოპესმა აშშ სათვალთვალო ფრენების ჩატარებასა და მადუროს დამხობისკენ მიმართული სამხედრო ინტერვენციის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
0
0