
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უსახლკარო ადამიანები ვაშინგტონის ქუჩებიდან „უნდა გადავიდნენ“.
„უსახლკაროები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ ვაშინგტონის ქუჩებიდან. ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. ეს გათვალისწინებულია დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და მისი გალამაზების გეგმით. კრიმინალებს არ მოგიწევთ გადასვლა. ციხეში ჩაგსვამთ - იქ, სადაც თქვენი ადგილია“, - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა მერმა მურიელ ბოუზერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში დანაშაულის ზრდა არ არის.
„მართალია, რომ 2023 წელს დანაშაულის საშინელი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს 2023 წელი არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ ქალაქში ძალადობრივ დანაშაულს ვამცირებთ, რამაც 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაყვანას შეუწყო ხელი,“ - თქვა ბოუზერმა.
გასულ თვეში ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უსახლკარო ადამიანების დაპატიმრებას ამარტივებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, რომ 450-მდე ფედერალური ოფიცერი უკვე მობილიზებულია.
ვაშინგტონში მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი, ერთ სულ მოსახლეზე, აშშ-ის სხვა ქალაქებთან შედარებით შედარებით, მაღალი რჩება. 2025 წელს, სულ 98 მკვლელობა დაფიქსირდა. აშშ-ის დედაქალაქში მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი ათი წლის წინანდელთან შედარებით უფრო მაღალია.
0
0