23/11/2024
11:44
მსოფლიო
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის დანიშვნას განიხილავს.
სააგენტოს ცნობით, 2020 წელს გრენელი მცირე ხნით ასრულებდა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას.
2019-დან 2021 წლამდე ის იყო აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებებში. ამ პერიოდში მხარეებს შორის ხელი მოეწერა ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, 2024 წლის ზაფხულში გრენელი გამოვიდა ინიციატივით, უკრაინაში შეიქმნას „ავტონომიური ზონები“, რაც, მისი მოსაზრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ნაწილი უნდა ყოფილიყო. მან ასევე განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
ამასთან, როგორც „როიტერის“ წყაროები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, ტრამპმა საერთოდ უარი თქვას უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნაზე.
0
0