29/05/2023
12:25
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "დამსახურებული" გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურში დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას.
მე მას კარგად ვიცნობ. ის ჩემი მეგობარია და პირადად ვიცი, თუ როგორ უყვარს თავისი ქვეყანა და დიდებული თურქი ხალხი, რომლებიც მან [ერდოღანმა] ცნობადობისა და პატივისცემის ახალ დონეზე აიყვანა", - წერს ტრამპი სოციალურ მედია Truth-ში.
თურქეთის საარჩევნო საბჭოს (YSK) თავმჯდომარის აჰმეთ იენერის განცხადებით, „არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ერდოღანი ხელახლა არჩეულია თურქეთის პრეზიდენტად“.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას, თურქეთის საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ აჰმედ იენერმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემდეგ ბიულეტენების დათვლის შედეგად, ერდოღანმა ოპონენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა.
0
0