
სააგენტო Bloomberg-ის მიმომხილველის ხავიერ ბლასის განცხადებით, უკრაინაში არ არსებობს ის მინერალური საბადოები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელის.
”გასაკვირია, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მდიდარია მინერალური რესურსებით. ეს სისულელეა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაშინგტონი მცდარ დასკვნებს აკეთებს საომარი ზონის გეოლოგიის შესახებ. ჯერ კიდევ 2010 წელს, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ავღანეთში $1 ტრილიონის ღირებულების გამოუყენებელი მინერალური საბადოების (მათ შორისაა, ელექტრო მანქანების ბატარეებისთვის საჭირო მინერალი, როგორიცაა ლითიუმი) აღმოჩენის შესახებ. პენტაგონი იქამდე მივიდა, რომ ავღანეთს "ლითიუმის საუდის არაბეთი" უწოდა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენად ჩაითვლებოდა - ერთგვარი გეოეკონომიკური შოკია, რომელიც გლობალურ პოლიტიკურ რუკას აყალიბებს. მაგრამ, როგორც იმ დროს ბევრმა თქვა და ახლაც ყველამ იცის, ეს სრული ფანტაზიაა. იგივე ეხება უკრაინის სავარაუდო სიმდიდრესაც“, - ნათქვამია სტატიაში.
0
0