16/12/2022
11:27
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ციფრული NFT ბარათები გამოუშვა, რომლებზეც სხვადასხვა პერსონაჟის როლში თავად არის გამოსახულიი. მათ შორის, სუპერგმირის, ასტრონავტის და Nascar-ის მძღოლის.
"ეს შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ბარათები აჩვენებს ჩემი ცხოვრებისა და კარიერის გასაოცარ ხელოვნებას!" -თქვა ტრამპმა.
მისივე ინფორმაციით, ბარათები 99 დოლარი ეღირება და “საუკეთესო საშობაო საჩუქარი” იქნება.
ამასთან, ბარათების მფლობელებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში, და მოიგონ ისეთი პრიზები, როგორიაა - “გალა ვახშამი” ან “გოლფის თამაში ტრამპთან ერთად”. ამ ბარათების გაყიდვით თანხის გამომუშავების გამო, ტრამპი კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა მის მოკავშირეებს შორისაც.
ვიდეოში ჩანს, რომ თავად ტრამპი დგას ნიუ-იორკში, Trump Tower-ის წინ და გადაღეღილი პერანგით, რომლის ქვეშაც მას სუპერგმირის კოსტუმი აცვია და აწერია ასო-ბგერა “T”. მისი თვალებიდან კი, ლაზერის სხივები ანათებს, როგორც ნამდვილი მულტფილმის პერსონაჟი.
0
0