03/12/2024
12:21
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობამ დონალდ ტრამპი ნოტრ-დამის ხელახალი გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვია.
როგორც აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, პრეზიდენტის რანგში პირველად საფრანგეთს ეწვევა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნას დაესწრება.
ტრამპმა, თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მთავრობა დადებითად შეაფასა.
,,პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესანიშნავად იმუშავა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ღვთისმშობლის ტაძრის სიდიადე და მეტიც. ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული დღე ყველასთვის!" - წერს ტრამპი.
ტრამპის გუნდმა Reuters-ს არ უპასუხა შეკითხვებზე, შეხვდება თუ არა პარიზში ახლადარჩეული პრეზიდენტი სხვა უცხოელ ლიდერებს. დონალდ ტრამპი საფრანგეთს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არეულობის ფონზე ეწვევა, სადაც მთავრობის შემადგენლობა მიმდინარე კვირის ბოლოს სავარაუდოდ დაიშლება, რადგან ულტრამემარჯვენე და მემარცხენე პარტიებმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს უნდობლობა გამოუცხადეს.
0
0