
ეს გადაწყვეტილება ტრამპმა იმის გამო მიიღო, რომ ტვიტერმა, ფეისბუკმა და YouTube-მა მისი ექაუნთები დაბლოკა. IT გიგანტებმა ტრამპის დაბლოკვის გადაწყვეტილება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღეს, როდესაც ტრამპი და მისი მომხრეები ძალადობრივი აქტის ორგანიზებისთვის სოც. ქსელების გამოყენებაში დაადანაშაულეს. თავდასხმას მაშინ 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც „თალიბანი“ სოციალურ ქსელებს იყენებს, თქვენი საყვარელი აშშ-ის პრეზიდენტი კი გააჩუმეს. ეს დაუშვებელია“, - განაცხადა ტრამპმა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ სურს წინ აღუდგეს „ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიას, რომლებიც საკუთარ ძალას იმისთვის იყენებენ, რომ აშშ-ში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები გააჩუმონ“.
ახალი ქსელის სახელწოდებაა Truth Social. მისი მფლობელი Trump Media & Technology Group (TMTG) არის.
0
0