
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „25%-იანი შანსი არსებობს“, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდეს.
„ეს შეხვედრა მეორე შეხვედრისთვის მზადებას წარმოადგენს“, - განუცხადა მან Fox News Radio-ს.
„მეორე შეხვედრა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ მაშინ მოხდება შეთანხმება“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, მეორე შეხვედრა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას, საზღვრებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებები „ჭადრაკის თამაშს“ შეადარა.
„არსებობს 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იყოს“, - განაცხადა მან.
ტრამპმა დასძინა, რომ თუ შეხვედრა კარგად არ დასრულდება, მზად არის, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს.
0
0