13/01/2025
14:09
მსოფლიო
,,აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ან კვირებში შედგება,’’ - განუცხადა ABC-ს ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კონგრესმენმა მაიკ უოლცმა.
,,ეს [უკრაინაში მიმდინარე] ომი ადამიანებისა და რესურსების პირველი მსოფლიო ომის სტილის ,,ხორცსაკეპ მანქანად’’ გადაიქცა, რომელსაც მესამე მსოფლიო ომის შედეგები მოაქვს. ყველამ იცის, რომ ეს რაიმე დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს. უბრალოდ, ჩემი აზრით, არარეალისტურია იმის თქმა, რომ ჩვენ ყველა რუსს განვდევნით უკრაინის მიწის ,,თითოეული სანტიმეტრიდან’’, ყირიმიდანაც კი. ეს პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა. ვფიქრობ, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს ამ ფაქტს. ახლა, მოდით, წინ წავიდეთ,’’ - თქვა უოლცმა.
ტრამპსა და პუტინს შორის არსებული კონკრეტული კონტაქტების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, უოლცმა უპასუხა: ,,ველით, რომ, სულ მცირე, უახლოეს დღეებში ან კვირებში მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.’’
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025