აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება.
„მინდა, მივულოცო დესანტისს, არაჩვეულებრივ ადამიანს, მან მართლაც კარგი კამპანია აწარმოა. მან მხარი მე დამიჭირა და სწორედ ამიტომ ვაფასებ მას. მოუთმენლად ველოდები რონთან და სხვებთან ერთად მუშაობას, რათა დავამარცხოთ თაღლითი ჯო ბაიდენი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ბაიდენმა ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. ასე რომ, მინდა, მადლობა გადავუხადო რონს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელიც რესპუბლიკელების პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026