
ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ცნობილ ჟურნალისტ ბობ ვუდვორდს ინტერვიუების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების გამო უჩივლა. ტრამპი ამტკიცებს, რომ არასოდეს არ დათანხმებულა ჩანაწერების ფართო აუდიტორიისთვის მიყიდვას.
სარჩელში ნათქვამია, რომ ვუდვორდმა, გამომცემელმა Simon & Schuster-მა და მისმა მშობელმა (მფლობელმა) კომპანია Paramount Global-მა ტრამპთან მრავალრიცხოვანი ინტერვიუების შემცველი აუდიწიგნის გამოქვეყნებით მისი საავტორო და სხვა უფლებების „უკანონო უზურპაცია მოახდინეს"
სარჩელში იგი მოითხოვს 50 მილიონ აშშ დოლარს ან მეტს, რაც, მისი თქმით, ეფუძნება იმ ფაქტს, რომ 24,99 დოლარად აუდიოწიგნ Trump Tapes-ის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
31-გვერდიან სარჩელში ტრამპი ამტკიცებს, რომ ის არაერთხელ და სხვების თანდასწრებით მხოლოდ ერთი წიგნის დაწერაზე დათანხმდა ვუდფორდს.
საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ ვუდვორდის ადვოკატებმა „უხეში უარი თქვეს პრეზიდენტ ტრამპის საავტორო და კონტრაქტის უფლებების აღიარებაზე“.
არაერთი ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელი ბობ ვუდვორდი მსოფლიომ გაიცნო 1972 წელს, როდესაც მის მიერ კარლ ბერშტეინთან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად უოტერგეიტის სკანდალი აგორდა და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იძულებული გახდა, რომ გადამგარიყო.
0
0