
The New York Times-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა მოამზადა და შესაბამის დეპარტამენტებს უკვე გაუგზავნა ინსტრუქციები შეერთებულ შტატებთან გრენლანდიის გაერთიანების გეგმის განხორციელების შესახებ.
"ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო რამდენჯერმე შეიკრიბა... და, ახლახანს, მთავრობის სხვადასხვა შტოს კონკრეტული ინსტრუქციები გაუგზავნა. გეგმის ყველა დეტალი გარკვეული არ არის. მაგრამ ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ (აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ) ტრამპის მინიშნებების მიუხედავად, უშიშროების საბჭოში დისკუსიების დროს სამხედრო ვარიანტები სერიოზულად არ განხილულა", - ნათქვამია გამოცემაში.
წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს არა იძულებაზე, არამედ დარწმუნებაზე: გრენლანდიის მოსახლეობამ, რომელიც 57 ათას ადამიანს შეადგენს, შეერთებულ შტატებთან გაერთიანება უნდა ითხოვოს. დაგეგმილია შესაბამისი მედია კამპანიის ჩატარება.
,,კუნძულზე, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით, ტრამპის მრჩევლებმა რეკლამებისა და სოციალური მედიის კამპანიების გამოყენება განიხილეს. ეს რთული ბრძოლა იქნება… ტრამპის ადმინისტრაცია ასევე გრენლანდიელებისთვის ფინანსური მოტივაციის წყაროებს იკვლევს, მათ შორის მოიაზრება 600 მილიონი დოლარის [რომელსაც დანია აძლევს კუნძულს] სუბსიდიების ჩანაცვლება თითო გრენლანდიელზე, წლიურად, $10,000-მდე ანაზღაურებით. ტრამპის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ზემოაღნიშნული ხარჯები შეიძლება ანაზღაურდეს გრენლანდიის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული ახალი შემოსავლებით, რომლებიც მოიცავს დედამიწის იშვიათ მინერალებს, სპილენძს, ოქროს, ურანს და ნავთობს“, - წერს გაზეთი.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025