
ევროკავშირთან მოლაპარაკება არანაირი მიმართულებით არ მიდის, ამიტომ რეკომენდაციას ვიძლევი, 2025 წლის პირველი ივნისიდან ევროკავშირზე პირდაპირ 50%-იანი ტარიფი დაწესდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ტარიფი არ შეეხება იმ პროდუქციას, რომელიც აშშ-ია აწყობილი ან წარმოებული.
„ევროკავშირთან გამკლავება, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებზე სავაჭრო საკითხებში უპირატესობის მოპოვების მიზნით შეიქმნა, ძალიან რთული აღმოჩნდა. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ-ს გადასახადებმა, სასაცილო კორპორატიულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, ფულადმა მანიპულაციებმა, ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ უსამართლო და გაუმართლებელმა სარჩელებმა და სხვა ფაქტორებმა აშშ-სთან წელიწადში 250 000 000 დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია, რაც სრულიად მიუღებელია. ჩვენს შორის მოლაპარაკებები არანაირი მიმართულებით მიდის. ამიტომ, რეკომენდაციას ვიძლევი ევროკავშირზე პირდაპირ 50%-იან ტარიფის დაწესების 2025 წლის 1 ივნისიდან. ტარიფი არ შეეხება თუ პროდუქტი შეერთებულ შტატებშია აწყობილი ან წარმოებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
0
0