02/12/2024
12:14
მსოფლიო
ტრამპი ბრიქს-ის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი ამერიკულ დოლარს სხვა ვალუტით ჩაანაცვლებენ
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცხრა ქვეყნისგან შემდგარ ბლოკს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი აშშ დოლარს კონკურენტი ვალუტით ჩაანაცვლებენ.
„იმ იდეას, რომ ბრიქს-ის ქვეყნები აშშ დოლარის სხვა ვალუტით ჩანაცვლებას შეძლებენ, განხორციელება არ უწერია. ამ ქვეყნებს ვავალდებულებთ, რომ არ დააწესონ ბრიქს-ის ახალი ვალუტა და არ ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფების გადახდა და აშშ-ის მყარი ეკონომიკისთვის ,,დამშვიდობება“ მოუწევთ. მათ შეუძლიათ ვინმე იდიოტთან წავიდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, ბრაზილიასთან, ინდოეთთან, სამხრეთ აფრიკასთან, ირანთან, ეგვიპტესთან, ეთიოპიასთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად, ბრიქს-ის ალიანსის ნაწილი ძირითადი გლობალური ძალები ჩინეთი და რუსეთი არიან. აშშ-ის არჩევნების დროს ტრამპმა მკაცრი ტარიფების დაწესებაზე კამპანია აწარმოა. ბოლო დღეებში, მან გადასახადების შესახებ მუქარა გაამძაფრა. ბრაზილიისა და რუსეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა ბრიქს-ის ვალუტის შექმნის ინიციატივა წამოაყენეს, რათა გლობალურ ვაჭრობაში ამერიკული დოლარის დომინირება შემცირდეს.
0
0