
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბრაზილიაში წარმოებულ საქონელზე 50%-იანი გადასახადის დაწესებას გეგმავს.
ტრამპი ბრაზილიას აშშ-ის ტექნოლოგიურ კომპანიებზე „თავდასხმებსა“ და ყოფილი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ „ჯადოქრების ნადირობის“ წარმოებაში ადანაშაულებს. ჟაირ ბოლსონაროს 2022 წლის არჩევნების დროს გადატრიალების მოწყობის სავარაუდო მცდელობაში ედება ბრალი.
„სპილენძის იმპორტზე დაწესებული 50%-იანი ტარიფი 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გამო მივიღე. 50%-იანი განაკვეთი აუცილებელია... ამჟამინდელი რეჟიმის მძიმე უსამართლობის გამოსასწორებლად. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს დავავალებ, რომ დაიწყოს ე.წ. 301 გამოძიება ბრაზილიის ციფრული სავაჭრო პრაქტიკის შესახებ.
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტ ბოლსონაროს დიდ პატივს ვცემ. მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო სირცხვილია.
განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ბრიქსის სამიტზე შეიკრიბა, ანტიამერიკულია. ამ ქვეყნებს დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრებათ,’’ - თქვა ტრამპმა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილიისთვის ტარიფების გაზრდასა და ქვეყნის სასამართლო სისტემაში ნებისმიერი ფორმით ჩარევას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
,,ბრაზილია არავითარ ჩარევას არ შეეგუება - არავინ დგას კანონზე მაღლა“, - განაცხადა ლულამ.
0
0