
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან სავარაუდოა“, რომ სამართალდამცავებმა კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
„ვფიქრობ, ძალიან სავარაუდოა, რომ ის ჩვენ დავაკავეთ“, - განუცხადა თეთრი სახლის ლიდერმა Fox-ს.
ტრამპმა დასძინა, რომ მასთან „ძალიან დაახლოებული“ პირი დაეხმარა მათ სავარაუდო მკვლელის დაკავებაში.
მან არ დააკონკრეტა, ვინ იყო ეჭვმიტანილი და თქვა, რომ დაკავების შესახებ მას ამ ინტერვიუმდე, დაახლოებით, ხუთი წუთით ადრე აცნობეს.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ თუ მამაკაცი დამნაშავედ ცნეს, მას სიკვდილით დასჯიან.
"კირკი საუკეთესო ადამიანი იყო, ის ამას არ იმსახურებდა", - თქვა ტრამპმა.
31 წლის კირკი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო, ოთხშაბათს იუტას ველის უნივერსიტეტის კამპუსში სიტყვით გამოსვლისას ესროლეს და მოკლეს.
0
0