25/05/2025
13:57

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, "აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამოცანა არ არის დრაგშოუების მასპინძლობა ან უცხო კულტურების ტრანსფორმაცია და არც დემოკრატიის გავრცელება მთელ მსოფლიოში იარაღის მუქარით".
ტრამპის თქმით, სამხედროების ამოცანაა ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე დომინირება და ამერიკისთვის ნებისმიერი საფრთხის განადგურება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს განცხადება შტატების 47-ე პრეზიდენტმა "ვესტ ფოინტის" სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"თუ შეერთებულ შტატებს ან მის მოკავშირეებს ოდესმე საფრთხე ან თავდასხმა დაემუქრებათ, არმია ჩვენს მოწინააღმდეგეებს გამანადგურებელი ძალით უპასუხებს. სწორედ ამიტომ დაიწყო ჩემმა ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კოლოსალური გაძლიერება. ჩვენ ვაშენებთ "ოქროს გუმბათის" რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარს, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და "ვესტ-პოინტი" თავდასხმისგან და ეს დასრულდება ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ჯარები გამანადგურებელი და დამამცირებელი პოლიტიკური წვრთნებისგან. აღარ იარსებებს თავსმოხვეულ კრიტიკული რასობრივი თეორია ან ტრანსგენდერიზმი", - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.
0
0