24/01/2026
19:07

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპნა "დეზორიენტატორის“ (Disorienter) შესახებ, New York Post-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის აშშ-ის საიდუმლო იარაღი, რომელმაც ვენესუელური არმია სრულად პარალიზებული დატოვა. მისი მოქმედების პრინციპი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
-
იარაღმა მწყობრიდან გამოიყვანა ვენესუელის რადიოლოკაციური (რადარების) და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ტრამპის თქმით: „ისინი ღილაკებს აჭერდნენ, მაგრამ რუსული და ჩინური რაკეტები ადგილიდან არ იძვროდა“.
-
თვითმხილველები (მადუროს დაცვის წევრები) აღწერენ „მძლავრ ხმოვან ტალღას“ ან ენერგიის ნაკადს, რამაც გამოიწვია: ძლიერი თავის ტკივილი (შეგრძნება, თითქოს „თავი შიგნიდან ფეთქდება“); ცხვირიდან სისხლდენა და სისხლიანი ღებინება; კუნთების სრული დამბლა და მოძრაობის უნარის დაკარგვა.
ცნობისთვის, მადუროს შეპყრობის ოპერაციის დასრულებისთანავე, ტრამპმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ოპერაცია ჩატარდა „წარმოუდგენელი სიზუსტით“ და პირველად ახსენა, რომ აშშ-მა გამოიყენა ტექნოლოგია, რომელიც აქამდე საიდუმლო იყო.
New York Post-თან საუბრისას ტრამპმა გამოიყენა ტერმინი „დეზორიენტატორი“ (The Disorienter).
„ჩვენ გვაქვს მოწყობილობა, რომელსაც დეზორიენტატორს ვეძახით. მე არ მაქვს უფლება ამაზე ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ მან უბრალოდ გათიშა ყველაფერი. ტანკები არ ინძრეოდა, თვითმფრინავები ვერ აფრინდნენ, ხოლო ჯარისკაცებმა საერთოდ დაკარგეს ორიენტაცია. ეს იყო ძალიან ეფექტური და ძალიან მშვიდი პროცესი“.- განაცხადა ტრამპმა.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026