02/05/2024
16:29
მსოფლიო
აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ისაუბრა, რა გეგმები აქვს ემიგრანტებთან დაკავშირებით, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
ტრამპის განმარტებით, აშშ-ში უსაბუთოდ მყოფი მილიონობით ემიგრანტის დეპორტაციას მილიტარისტული გზით განიხილავს. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - შედის თუ არა მის გეგმებში სამხედროების ჩართვა დეპორტაციის პროცესში, ტრამპი აცხადებს: „დიახ, როდესაც სამხედრო ჩართულობაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ნაციონალური გვარდია“.
მისივე თქმით, კანონები, რომლითაც კონგრესის თანხმობის გარეშე იკრძალება ქვეყნის შიგნით შეიარაღებული ძალების გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაზე არ გავრცელდება, რადგან „ისინი [იგულისხმება მიგრანტები] სამოქალაქო პირები არ არიან“.
ტრამპის თქმით, ეს ადამიანები შტატებში შემოიჭრნენ და მისი გეგმის განხორციელება კანონდარღვევა არ იქნება.
„ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. ეს, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრაა“, - ციტირებს CNN ტრამპის სიტყვებს ინტერვიუდან.
0
0