22/08/2023
09:55
მსოფლიო
ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის სისხლის სამართლის საქმეზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ამის შესახებ CNN წერს.
მედიის ცნობით, ჯორჯიის შტატში მასშტაბური რეკეტის საქმეში კიდევ რამდენიმე ბრალდებული, ასევე დათანხმდა მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. თუმცა ტრამპთან დაკავშირებით საოლქო პროკურატურის ბრძანებაში ასახული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პირობები უფრო ვრცელია, ვიდრე თანაბრალდებულებისაში.
ყოფილ პრეზიდენტს მათგან განსხვავებით, საქმეში სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალა. კერძოდ კი, მისი გამოყენება საქმეში მოწმის, ან სხვა ბრალდებულის დაშინების მცდელობისთვის, ან მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის რაიმე მცდელობისთვის.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს ტრამპს მეოთხე სისხლის სამართლის ბრალდებაში - ჯორჯიის შტატის არჩევნებში გაყალბების მცდელობისთვის, ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
ტრამპის გარდა, საქმეში კიდევ 18 ადამიანია ჩართული, მათ შორის არიან მისი ადვოკატები: რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი და ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი - მარკ მიდოუსი.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024