
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის.
„გარანტიას გაძლევთ, ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „საფრანგეთი სხვა რამეა, ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ჩვენს შორის კი ოკეანეა“.
„მუდმივად მესმის საუბრები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ახლა კი ამას დაემატა საუბრები იმაზე, რომ საფრანგეთს თავად სურს ბრძოლა უკრაინაში. წარმატებები, მათ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიით გაეცნო ინფორმაციას, რომ უკრაინა, სამხედრო პერსონალის დეფიციტის გამო, საბრძოლო მოქმედებებში ბავშვებისა და მოხუცების ჩართვას გეგმავს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჯო ბაიდენი არ უნდა დაჰპირებოდა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას და რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განზრახვამ გამოიწვია.
0
0