
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბაზრები, "ვაჭრობის კუთხით, რეაგირებენ გლობალური წესრიგის დრამატული ცვლილებების მიმართ" და „ახალ წესებს ერგებიან“.
,,ბაზრებმა უბრალოდ უნდა იცოდნენ, რა წესები მოქმედებს. აშშ-მა უნდა აღადგინოს ვაჭრობის გლობალური წესრიგი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. პრეზიდენტმა სამართლიანად დაასკვნა, რომ გლობალური ვაჭრობის ამჟამინდელი მდგომარეობა ამერიკისთვის არახელსაყრელია და სხვა ადამიანებისთვის სასარგებლოა. ის აპირებს გლობალური წესრიგის გადატვირთვას და აბსოლუტურად მართალია ამ საკითხში. აშშ-ში უნდა დაბრუნდეს ის დრო, როდესაც ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც რაიმეს გაკეთება შეუძლია”, - განუცხადა მარკო რუბიომ NBC News-ს.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს ბაზრებმა, განსაკუთრებით კი, დიდ ბრიტანეთში არსებულმა ბანკებმა, დარტყმა მიიღეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სატარიფო პაკეტი აამოქმედა.
0
0