08/11/2022
12:14
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ რესპუბლიკელები “დაიბრუნებენ წარმომადგენელთა პალატას, სენატს და ამერიკას”.
„ეს არის წელი, როდესაც ჩვენ წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ. ჩვენ დავიბრუნებთ სენატს და დავიბრუნებთ ამერიკას. 2024 წელს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ბრწყინვალე თეთრ სახლს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების შემდეგ გეგმავს, გამოაცხადოს, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე .
როგორც ცნობილია, დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.
0
0