
ტრაგედია დატრიალდა დღეს ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის თანამშრომელია და წუხელ იგი ღამის მორიგე ცვლაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა და მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, პარალელურად, სკოლაშიც დადიოდა.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება.
"ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ აქვს ნაჭამი. ნაჭამი აქვს სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი, მგონი ძეხვიც. აიღეს ნიმუშები. პასუხს ელოდებიან ექსპერტიზის. ბავშვის დედა კომაშია, გულია ცოტა დაზიანებული. შეიძლება ბავშვი ნახა ამ მდგომარეობაში და მერე უფრო იმოქმედა ალბათ გულზე ამან" - ამბობენ ადგილობრივები.
0
0