12/09/2024
14:23
სპორტი
შოთა არველაძემ საქართველოს პირველ არხთან უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „ტრაბზონსპორის“ სპორტული დირექტორი გახდება.
ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ბრუნდებოდა „ტრაბზონსპორში“, სადაც 1993-1997 წლებში თამაშობდა და 2015 წელს მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არველაძის დანიშვნის ინიციატორი გუნდში დაბრუნებული ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშია. ინტერესი „ტრაბზონის“ პრეზიდენტმა, ერთუღრულ დოღანმაც დაადასტურა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი თავად შოთა არველაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ „ტრაბზონსპორის“ წინადადებაზე უარი თქვა.
„გუნდიდან ნამდვილად დამიკავშირდნენ და სპორტული დირექტორობა შემომთავაზეს. „ტრაბზონი“ სერიოზული გუნდია და ასეთი წინადადება სასიამოვნოა, მაგრამ ამ პოსტზე უარი ვთქვი, რისი მიზეზიც კარგად გაიგეს. საკუთარ თავს ამ როლში ვერ წარმოვიდგენ, რადგან მოედანზე ყოფნა და მწვრთნელობა მსურს. ტრანსფერებზე მოლაპარაკება და მუშაობა საჩემო არაა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან შოთა არველაძემ.
0
0