
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ სურს სახელმწიფოს მართვა - რუსული თუ დასავლური მოდელით.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი, არსებობს სახელმწიფოებრივი მართვის ორი მოდელი - ერთია დასავლური, რომელიც დგას ფასეულობათა სისტემაზე, ინსტიტუციურ ბალანსებზე, ნდობით აღჭურვილ სასამართლოზე და არის რუსული მოდელი. მაშინ, თქვით, რომ რუსეთში გინდათ, რატომ გვაწვალებთ, რატომ გიწერიათ კონსტიტუციაში, რომ „ჩვენი ამოცანაა ევროკავშირი"? რა გინდათ, რომ მენტალურად, მმართველობითი სისტემით იყოთ რუსეთში და ერთი ადგილი გაითბოთ ევროპაში? ეგრე არ გამოვა. ანგარიშები დასავლეთში, შვილები დასავლეთში სასწავლებლად და მართოთ, როგორც რუსეთში, მაგის უფლებას ვინ მოგცემთ?“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გია ხუხაშვილმა.
0
0