31/05/2023
17:26
პოლიტიკა
"თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენ აუცილებლად გვერდში დაგიდგებით",- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში განცხადა, სადაც ამ წუთებში ევროდეპუტატებს სიტყვით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი.
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადი წვლილისთვის, საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენ გვინდა, რომ იყოს სათანადო პირობები, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მომავლის უზრუნველყოფა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და უზრუნველყოთ, რომ ქართველმა ხალხმა არ გამოტოვს ეს ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენ ვხედვთ გარკვეულ სვლას იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი დემოკრატიული ფასეულოები, მედიის თავისუფლება და პოლიტპატიმრების ღირსება. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ ვართ მზად, რომ გაგიწიოთ დახმარება ამ წინსვლაში ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შევუქმნათ საქართველოს პირობები, რომ საკუთარი მომავალი თვითონ აირჩიოს, თქვენი იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ დაძლიოთ არსებული პოლარიზაცია, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
0
0