
“თუ ვინმემ რამე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის აი ეს ძალა, ეს არის მტრული, შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო.
„ახლა რაც შეეხება მათ ქმედებას და კიდევ გავაგრძელებ, ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მათ იციან ყველაზე უკეთესად, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ჩვენი ეროვნული ინტერესების. თუ რაიმე დარჩენიათ, აი ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მე ასე ვეძახი მათ, მართლაც გაუბედურებული, საცოდავები ხართ, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი აღარ აქვთ, არცერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდი, თქვენ რა ჩაიდინეთ, თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ჩვენს ქვეყანას. თქვენი ბელადის კამპანია, რომ კვდება, მოვწამლეთ, ვაწამეთ. ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?
აი ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის, დესტრუქციული ოპოზიციის. სათქმელი არაფერი აქვთ, უსუსური მცდელობა არის, რომ რაღაც მარტივი შეურაცხყოფებით, პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან, სხვა სათქმელი არაფერი აღარ აქვთ.
ამიტომ, თუ ვინმემ რამე გააკეთა ანტიქართული, აგერ არის ეს ძალა. თუ ვინმემ რამე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის აი ეს ძალა, ეს არის მტრული, შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025