
თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, ნინო წილოსანს.
როგორც მან თავისი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მმართველი გუნდი ფონს „აქციების აკრძალვით“ ვერ გავა.
"ნინო წილოსანზე აღარ ვლაპარაკობ, არც კი რცხვენია ასეთი განცხადებების გაკეთება, როცა პრეტენზია აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობს. ტრენინგების აკრძალვა და ტრენინგების გამო სუს-ის განცხადების არ რცხვენია. თურმე იარაღით მემუქრებიანო და ვინ გემუქრებათ იარაღით? იმ შიშის სიომ ხომ არ დაგიბერათ ზურგში, რის გამოც წინა ხელისუფლებები ასეთ ნაბიჯებს დგამდნენ. არაფერმა არ უშველა, ეს მინდა შეგახსენოთ. არც ერთ ხელისუფლებას არ შველის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, ამის, ამ ნაბიჯების შეგეშინდეთ, იმის კი არა, რომ ერთ დღეს ხელისუფლებას მართლაც დაკარგავთ, მოვა არჩევნები და ეს აუცილებლად მოხდება 2024 წელს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
0
0