10/04/2023
22:02
პოლიტიკა
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელით ხატია დეკანოიძეს მიმართავს:
"კვესიტაძე რომ “ობგუჯუებად” მოიხსენიებდა და სინანულით ემუქრებოდა ყველას, ვინც მიშას აქციას არ უერთდებოდა - ეს დაავიწყდა…
ქალბატონო ხატია, ეს უშნო ტრადიცია დაამკვიდრა თქვენმა ბელადმა, მხარი აუბა მისი მედიის დირექტორმა და ა. შ. .
უფრო მეტიც, ეთერით შანტაჟი დაამკვიდრეთ ნორმად - ვინც დომინანტი პარტიის ხაზს არ მიყვებოდა, თქვენი ბელადის და მედიის ხელიდან ქრებოდა.
(არ გავქრით თქვენდა სამწუხაროდ, პირიქით, გადავწყვიტე თქვენ გაგაქროთ)
ბუნებრივია, რომ თქვენც მოგწვდებოდათ მიშა სააკაშვილის და ნიკა გვარამიას დანერგილი უკიდურესად მავნე პრაქტიკა.
თქვენ ხართ ამ ყველაფრის enabler თქვენი დუმილით და რწმენით, რომ ასეთი სისტემური და პრინციპული სიმახინჯე თქვენ არ შეგეხებოდათ.
ამას გიმტკიცებთ 7 წელია და ამიტომ ვარ დაბლოკილი თქვენს მედიებში - და ეს, ჩემი კაპიტალია საბოლოო ჯამში," დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ დღეს განაცხადა: “ლევან ხაბეიშვილის კომენტატორად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციის სეგრეგაცია ძალიან ცუდია, პროდასავლური ოპოზიცია ერთ ფლანგზე ვართ და უნდა ვიყოთ, მათ შორის ევროპული იდეის გარშემო... პარტიულ აქციაზე თუ ვინმე არ მივიდა, ეს არ ნიშნავს, რომ გამყოფი ხაზები უნდა გაივლოს”, განაცხადა დეკანოიძემ.
0
0