
კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"თქვენ, სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები, არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა. ბოროტები და საშიშები ხართ", - წერს ნინო ნადირაძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ბექა ოდიშარიას მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ჯერ წყალი შეასხეს, შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხნენ. "მოკვდები, ისედაც კიბო გაქვს" - უყვიროდნენ ოდიშარიას აქციის მონაწილეები. დაპირისპირება კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ოდიშარია ოფისს ტოვებდა.
1
0