თქვენ რომ დაგიჭერენ 5 ივლისზე, ეგრე რომ მოგექცნენ , მაშინ რა რეაქცია გექნებათ, ქოცნო? - ინგა გრიგოლია
27/10/2021
12:05
პოლიტიკა
A-
+A
“ტვ პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვისა და კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმიანება და ახცადებს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე მესამე პრეზიდენტის დაცვა მოუწევდა.
“ქოცები” როგორი ხალხია იცით? ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყავხარ იქამდე, რაზეც ადრე არ გიფიქრია. ვერ წარმოიდგენდი.
ხომ ვერ ვიფიქრებდი, რომ სააკაშვილის დაცვას დავიწყებდი? იმდენი ქნეს, ეგეც მოახერხეს, რატომ არ შემოუშვით მისი უკრაინელი ადვოკატი საქართველოში, რისი გეშინიათ?
რატომ არ გადაგყავთ კლინიკაში პატიმარი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეტად სახიფათოა, როცა მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვინც პატიმრობისას რამდენჯერმე გადაუყვანიათ კლინიკებში? რატომ უზღუდავთ სატელეფონო ზარების და სასამართლოს უფლებას? თქვენ რომ დაგიჭერენ 5 ივლისზე, ( და არა მხოლოდ!!!!), ეგრე რომ მოგექცნენ, მაშინ რა რეაქცია გექნებათ, ქოცნო?” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
0
0
616
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%