
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ქრონიკის“ კონკრეტულ კითხვებს არ უპასუხა და არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ვარაუდებზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებს ურჩია, “მისი კვებით, ასევე ძილის რეჟიმით დაინტერესდნენ”.
„მე და ჩემმა თანამშრომლებმა წუხელ 2 საათი ვიძინეთ ღამე. 4 საათზე წამოვედით თეთრი წყაროდან თბილისში. უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, თქვენ ამით დაინტერესდეთ, ეს როგორ ხერხდება. წუხელ რომ ღამის 3 საათზე ვისადილეთ ჩვენმა თანამშრომლებმა სამსახურში, ეს არ არის საინტერესო? ეს უფრო საინტერესოა. თქვენ გჯერათ, რომ არასდროს არსად მანიპულაციები არ განხორციელებულა საქართველოში არჩევნების დროს? მე არ მჯერა. თქვენ გჯერათ?”, - მიმართა მან „ქრონიკის“ ჟურნალისტს.
არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები იქამდე საუბრობდნენ, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომათა დარბაზში გაახმოვანებდა.
0
0