
გამოსვლაში მან საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღი, უფრო კონკრეტულად კი სამხედრო თვითმფრინავები.
ზელენსკის თქმით, გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების მიუხედავად, უკრაინა ჯერ კიდევ არ იღებს თავდაცვისთვის საკმარის შეიარაღებას.
„უკრაინამ თქვენ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, რათა არ დაგვეკარგა ამდენი ადამიანი. თქვენ გაქვთ ათასობით სამხედრო თვითმფრინავი, მაგრამ არ მოგვეცით ერთიც კი“, – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა უამრავი სამხედრო რესურსი დააგროვა.
„ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა უამრავი რესურსი დააგროვა, სამხედრო რესურსი. ტექნიკა, ავიაბომბები და რაკეტები. მათ დიდი ფული ჩადეს სიკვდილში, ვიდრე მსოფლიო ცხოვრებაში ახდენდა ინვესტიციას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0