09/04/2022
16:14
მსოფლიო
ცნობილი უკრაინელი მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებებზე დუმილის გამო აკრიტიკებს.
"მრავალი დღეა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები მეკითხებიან აზრს. აი, რას გეტყვით: თითოეული თქვენგანი რუსი ხალხის ნაწილია, თქვენ გაზარდეთ და გამოკვებეთ ეს ნაძირლები, მხეცები, რომლებიც კლავენ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს. აუპატიურებენ და მარადიორობენ. თქვენ მოიყვანეთ ხელისუფლებაში ყველა ის ადამიანი, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ, დამიზნებით ანადგურებენ სამშობიაროებს, მოხუცთა თავშესაფრებს, სახლებს, რკინიგზის სადგურებს... სავსეს ადამიანებით, რომლებიც თქვენი, რუსული სამყაროსგან გაქცევას ცდილობენ.
თქვენ დუმდით, როდესაც უნდა გელაპარაკათ და გემოქმედათ, როდესაც პუტინი, ვისი მეორე სახელიც ანტიქრისტეა მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ დუმდით, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, თქვენ, ასევე დუმდით შემდეგ, როდესაც რუსეთმა უნამუსოდ წაგვართვა ყირიმი, მაშინაც დუმდით. შემდეგ, როდესაც თქვენი ქვეყანა დონბასში ომის აწარმოებდა არ გეყოთ სიმამაცე, რომ გაგეპროტესტებინათ ეს საშინელი მოვლენები. ცხოვრება დაენგრათ მათ, ვისაც ძმებს ეძახდით. ამიტომ ჩვენ არასდროს განვასხვავებთ მათ ვინც კლავდა და ბრძანებას გასცემდა იმათგან, ვინც დუმდა და არაფერს აკეთებდა", - ამბობს ის.
0
0