-share.jpg)
“ევროპული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"კიდევ ერთხელ, ოპოზიციის გაერთიანების არითმეტიკულად ამაო მოწოდებებზე.
გვაქვს 100 ვაშლი.
ასი ვაშლიდან 30 მიაქვს ნაცმოძრაობას (ოპტიმისტურად ვიანგარიშოთ, დავუშვათ, არაფერს კარგავს მიშას ჩამოსვლის არჩევნებიდან).
ისმის კითხვა:
რამდენი ვაშლი უნდა წაიღოს დანარჩენმა ოპოზიციამ, რომ ოცნებას იმდენი ვაშლი დარჩეს, წააგოს?
მინიმუმ 30 ვაშლი ხომ მაინც უნდა წაიღოს დანარჩენმა ოპოზიციამ რომ ბიძინა 40 ვაშლით დარჩეს და წააგოს?
ვის მიაქვს დანარჩენი ოპოზიციიდან 30 ვაშლი?
ავიღოთ კვლევები (არჩევნებზე ირკვევა ხოლმე რომ ეს კვლევები დონორის ჯუჯალარების სასარგებლოდ ყალბდება, იხ 2021 წლის შედეგი, მაგრამ იყოს ოპტიმისტური პროგნოზი):
ევროპული საქართველო = 1-2 ვაშლი
ლელო = 2-3 ვაშლი
გახარია = 3-4 ვაშლი
გირჩი/დროა = 3-4 ვაშლი
ნათელაშვილი =2-3 ვაშლი
ელისაშვილი/ანა დოლიძე = 2-3 ვაშლი
მეორე გირჩი = 2-3 ვაშლი. 
აი ასეც კი, ოპოზიცია აგროვებს მაქსიმუმ 22 ვაშლს. (ოპოზიციის 52 ვაშლი, ბიძინას 48 ვაშლს ვერ უგებს - ავტორიტარულია ეს ქვეყანა).
სულ რომ გაუქმდეს ბარიერი - ამ შედეგებით ოპოზიცია მაინც აგებს.
ახლა დაიფიცეთ აბა, რომ “შუა თუ შეიკრიბება” - ეგ აჯაფსანდალი 30 ვაშლს აიღებს 🙂
ან დაიფიცეთ, რომ ორი ცენტრი თუ გაკეთდება “შუათი” - თითო 15 ვაშლს აიღებს?
ხოდა თქვე დებილო მათემატიკოსებო თავი გაგვანებეთ და საკუთარი წონის გაზრდაზე იმუშავეთ.
ნულს რომ ნული მიუმატო ისევ ნულია!

(ამ მოგონილი მათემატიკით ქვეყნის მართვა რომ უნდათ ეგაა ტრაგედია!
“შუა უნდა შეიკრიბოს” - ტაში ქალებო ჩემი მაზლი ცეკვავს)" - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0