
ფოთში მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს.
უამინდობის გამო, ფოთის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ამ დროისთვის, შეჩერებულია.
თოვლისგან გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. ამასთან, უამინდობის გამო, დღეს და ხვალ ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
ქალაქში ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.
ასევე, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ზუგდიდდის მუნიციპალიტეტშიც.
რამდენიმე სკოლაში, ინტენსიური თოვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, სასწავლო პროცესი ორი დღით გადაიდო.
ამის შესახებ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ბულიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯუმის, აბასთუმნის და ოდიშის N1 საჯარო სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, სამეგრელოში ინტენსიურად თოვს.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025