
„2013 წელს „ნაცმოძრაობაში“ მაშინ მოვედი, როდესაც პარტიიდან გადინება მიდიოდა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
ჟურნალისტიკის კითხვაზე, აპირებთ თუ არა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას? ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ უპასუხა:
„პარტიაში ვიქნები, თუ პარტია იქნება დემოკრატიული მმართველობის ქვეშ, პარტიაში ვიქნები, თუ პარტია იქნება დაფუძნებული ღირებულებებზე და ფასეულობებზე. დიახაც, აუცილებლად ვიქნები იმიტომ, რომ ამ პარტიისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული. სანამ ვხედავ თეორიულ შანსს, რომ ეს პარტია შესაძლოა გადარჩეს, გადარჩეს ფასეულობის, ღირებულებების მხრივ და არ განიძარცვოს ამ ყველაფრისგან, ბუნებრივია მე ვიქნები ენმ-ში“, - აცხადებს ნიკა მელია.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025